სიახლეები და ღონისძიებები

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი განათლების საერთაშორისო გამოფენაზე 2015

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი განათლების საერთაშორისო გამოფენაზე 2015

შაბათი, 28 თებერვალი, 2015

აჩვენე კალენდარზე

27-28 თებერვალს საქართველოში მეხუთედ გაიმართა უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების საერთაშორისო გამოფენა. ამ ფორუმში ყოველწლიურად მონაწილეობს. ექსპო ჯორჯიაში გამართულ გამოფენაზე ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა საზეიმო განწყობა შექმნა, იმის გათვალისწინებით, რომ 2015 საიუბილეო წელია - 10 წლის ხდება.

საგამოფენო-საინფორმაციო სტენდი მოხალისე სტუდენტების სიმრავლითა და ინტერაქტიურობით გამოირჩეოდა. დაინტერესებული პირები -ს სკǃების, სიახლეების, სპეციალობებისა და სწავლის გადასახადის შესახებ ინფორმაციის მიღების გარდა, ჩაერთნენ სხვადასხვა სახალისო აქტივობაში: მონაწილეობა მიიღეს -ს სტუდენტების მიერ ორგანიზებულ გათამაშებაში და მოიგეს პრიზები; გადაიღეს ფოტოები -ს ტანტამარესკასთან, რომლებიც პარალელურად იტვირთებოდა -ს facebook გვერდზე; დაწერეს სადაბადებიდღეო სურვილები -ს მოლოცვებისთვის განკუთვნილ სპეციალურ სტენდზე.

განათლების გამოფენაზე იმყოფებოდა -ს პრეზიდენტი, კანცლერი, დამფუძნებლები და დეკანები.

პავილიონში „მოსიარულე -ც” გამოჩნდა - ეს იყო მოძრაობის თეატრის მსახიობი ოჩო ფეხებზე, რომელიც ქართულ-ამერიკულ დროშებში გამოწყობილი -ს საინფორმაციო ბროშურებსა და ტკბილეულს არიგებდა. დღის ბოლოს გამოფენის მონაწილეები და სტუმრები -ს საიუბილეო ტორტზე დაეწვივნენ.

27 თებერვალს გამართულ გალა დინერზე  ვიზიტორებთან ყველაზე ეფექტური კომუნიკაციისთვის გამოფენის ორგანიზატორებისგან სერტიფიკატით დაჯილდოვდა.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა